თანამშრომლების მონიტორინგით გამოვლენილი სტატისტიკა

ყველა ოფისში ამოიცნობთ ორი ტიპის თანამშრომელს: ერთი რომელიც სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს, კონცენტრირებულია დავალების შესრულებაზე და ვადაზე ადრე ასრულებს მათ 100% ეფექტურობით. და არსებობს მეორე ტიპი, რომელიც ნაკლებად არის ფოკუსირებული საკუთარ საქმიანობაზე და უფრო მეტ დროს ინტერნეტში დაძრომიალობს. დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების “ფორმაში ყოლა”, ვინაიდანაც თანამშრომლების პროდუქტიულობის კონტროლი საფუძვლად უდევს შრომის დასნახარჯისა და კომპანიის რესურსების მაქსიმიზაციასა და განვითარებას.  როგორც ყველა წარმატებული პიროვნება აღნიშნავს დრო არის ფული.  ყოველი წუთი, რომელსაც თანამშრომელი უმიზნოდ ხაჯავს პირდაპირ ზეგავლენას ახდენს კომპანიის დანახარჯებზე.

არაერთი კვლევა ასახავს თანამშრომლების დროის ფლანგვით გამოწვეული ხარჯებისა და დროის სტატისტიკას.  ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო დონეზე ჩატარებულმა სტატისტიკა მკაფიოდ ასახავს საქართველოში დანახულ პრობლემური საკითებსაც:

  • 70% ინტერნეტ პორნოგრაფიის საიტზე შევლა ხდება სამსახურის პერიოდში დილის 9-დან საღმოს 5 საათამდე (წყარო SexTracker).
  • თანამშრომლების 64% ამბობს, რომ ისინი იყენებნ ინტერნეტს პირადი ინტერესებისთვის სამუშაო საათების დროს.
  • 37% დასაქმებულების ამბობენ, რომ სამსახურში მუდმივად შედიან ინტერნეტში. (წყარო Vault.com)
  • პროდუქტიულობის 30-40%-ის დაკარგვა მიჩნეულია კიბერ სისუსტის გამო
  • საშუალოდ თანამშრომელი დღეში 75-ზე მეტ წუთს უთმობს სამსახურში არასაქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. რაც ამერიკის შეერთებული შტატების საშუალო ხელფასის მონაცემებით წლიურად 6250$ გამოისახება თითოეული თანამშრომლისთვის, ანუ  500 ადამიან კომპაიაზე დაახლოებით 3.25 მილიონი დოლარია. (წყარო Gallup )
  • სამსახურში ინტერნეტის გამოყენების 30 დან 40% არაა დაკავშირებული შესასრულებელ სამუშაოსთან (წყარო IDC Research)

კვლევებში მონაწილე კომპანიების მიხედვით ყველაზე ხშირად დაბლოკვადია შემდეგი მიმართულებები:

  • პორნო საიტები (96%)
  • თამაშების საიტები (61%)
  • სოციალური ქსელები (50%)
  • გასართობი ვებ-გვერდები (40%)
  • საყიდლებისთვის განკუთვნილი ვეგ-გვერდები (27%)
  • სპორტული საიტები (21%)
  • ბლოგები (18%)

კვლევების პარალელურად ჩატარებულმა თანამშრომელთა გმოკითხვის პროგრამამ გამოავლინა სამსახურში დროის არაეფექტურად გამოყენების მიზეზები.  რესპოდენტების უმრავლესობის მიხედვით ნომერ პირველი მიზეზი არის გამოწვევებისა და განვითარების ნაკლებობა სამუშაოზე. დანარჩენ მიზეზებად კი ასახელებდნენ: ბევრი საათის განმალობაში მუშაობა, კომპანიის უუნარობა საკმარისად დაასტიმულიროს თანამშრომლები, საკუთარი კარიერით უკმაყოფილება, მოწყენილობა.

იმისდა მიუხედავად რომ მსგავსი კვლევა საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და ზუსტი ციფრები არ არის ცნობილი, კომპანიების ეფექტურობისა და შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ არც ჩვენ ვართ შორს ზემოაღნიშნული მონაცემებიდან.

ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს უამრავი საშუალება, რომლის წყალობითაც კომპანიას შეუძლია დროის ფლანგვას ებრძოლოს მაგ: მოკლე შესვენებები, რომლებიც თანამშრომლებს განტვირთვის საშუალებას აძლევს და უფრო პროდუქტიულს ხდის, ასევე ვებ გვერდებზე შეზღუდვების დაწესება.

რა თქმა უნდა აღნიშნული ქმედებები სრულიად ვერ აღმოფხვრის პრობლემებს, მაგრამ ამცირებს მათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Bitnami